გილოცავთ 8 მარტს

    ძვირფასო ქალბატონებო, განსაკუთრებით რესპუბლიკურ საავდმყოფოში მოღვაწენო, გილოცავთ 8 მარტს და მინდა გულითადი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი თავდაუზოგავი შრომისთვის. გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებასა და წარმატებას!
    ასევე გილოცავთ დედის დღეს , რომელიც, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დღესასწაულია. ჩვენ ყველანი ვალში ვართ დედების წინაშე. ღმერთმა შეგიწიროთ თქვენი ღვაწლი და ამაგი სამშობლოს, შვილებისა და ოჯახის წინაშე და სათანადოდ დაგვეფასებინოს თითოეულ ჩვენგანს. როგორც ვაჟა-ფშაველა ამბობს “ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა”. ჩემი აზრით, ამ სიტყვებით ყველაფერი ნათქვამია. ბედნიერი და გახარებული დედები ყოფილიყავით!
    პატივისცემით, რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი, ავთანდილ იმედაძე.

ცხელი ხაზი  +(995)32 2244033