• აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა -,,რესპუბლიკური საავადმყოფო’’ გაიხსნა და ფუნქციონირება დაიწყო 1973 წლიდან, შესაბამისად, კლინიკის ავტორიტეტი თითქმის  50  წლიან პერიოდს ითვლის;
  • კლინიკის ბაზაზე აღიზარდა ბევრი პროფესიონალი ექიმი, რომელთა მიმართ ნდობის ხარისხი მაღალია საზოგადოებაში;
  • კლინიკა მუშაობს სტაციონარულ რეჟიმში, რაც ხელმისაწვდომს ხდის პაციენტებისათვის 24-საათიან სამედიცინო მომსახურებას;
  • რესპუბლიკური საავადმყოფო – პირველი იყო მრავალპროფილურ კლინიკებს შორის, სადაც 2008 წელს გაიხსნა ახალი ტიპის მიმღები განყოფილება,,ემერჯენსი”.რომელიც აღიჭურვა მაღალტექნოლოგიური აპარატურით და დაკომპლექტდა მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით, რაც გადაუდებელი სიტუაციების მართვისას სიკვდილიანობის რისკს მინიმუმამდე ამცირებს;
  • კლინიკაში აქტიურად ფუნქციონირებს ამბულატორიული სამსახური, რომელიც დაკომპლექტებულია მაღალკვრესალიფიციური სამედიცინო პერსონალით. აქ შესაძლებელია, როგორც არსებული დაავადების მკურნალობა, ასევე პრევენციული კვლევებისა და ჯანმრთელობაზე მონიტორინგის წარმოება;
  • კლინიკის ბაზაზე ფუნქციობს ცენტრალური ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ლაბორატორიული ტექნიკის მწარმოებელი საერთაშორისო ლიდერი კომპანიების ტექნოლოგიებით: Roche , Stago , Siemens , grainer bio-one, Becton Dickinson, Eppendorf ფირმის უახლესი ტექნოლოგიური ხაზის ანალიზატორებით და სახარჯი მასალებით, ფუნქციობს ბინაზე გამოძახების სადღეღამისო სერვისი, ლაბორატორია უზრუნველყოფს გამოკვლევის შედეგების ელექტრონულ გადაგზავნას, უწყვეტ სადღეღამისო რეჟიმში ემსახურება კლინიკის სტაციონარს და ამბულატორიას;
  • ჩვენი კლინიკის ქირურგიული სამსახურის მუშაობა წარმოადგენს მდიდარი კლინიკური, სამეცნიერო, პედაგოგიური ტრადიციებისა და XXI საუკუნის თანამედროვე ინოვაციური მედიცინის ოპტიმალურ შერწყმას. კლინიკა პაციენტებს სთავაზობს ნებისმიერი სირთულის ოპერაციებს, ულტრათანამედროვე გამოკვლევებისა და მკურნალობის ფართო არჩევანს. მათ შორის ლაპაროსკოპიული, ენდოსკოპიური, მცირე ინვაზიური, ენდოვასკულარული და ტრადიციული მეთოდებით, რომლებსაც აწარმოებენ ევროპასა და აშშ_ში განათლებამიღებული მაღალკვალიფიციური ქირურგები. მათი უმრავლესობა წარმოადგენს თსსუ_ს აკადემიურ პერსონალს;
  • კლინიკის ადმინისტრაცია მუდმივად აქტიურ რეჟიმში მუშაობს პაციენტებზე ორიენტირებული გარემოს სრულყოფისათვის.