29 ივნისს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში (ე.წ. რესპუბლიკური საავადმყოფო) თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი არითმიების მართვის ცენტრი „რიტმარტი“ გაიხსნა, ამიერკავკასიაში პირველად რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარდა არითმიების კრიო აბლაცია. კრიო აბლაცია არითმიების მკურნალობის ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო, ეფექტურ და სწრაფი მეთოდია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის გახდა ხელმისაწვდომი. გახსნის ცერემონიალს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელი პირები და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. კრიოაბლაციის მიღწევების შესახებ ინფორმაცია დამსწრე საზოგადოებას არითმიის მართვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ სრულად სერტიფიცირებულმა არითმოლოგმა ზვიად მათოშვილმა მიაწოდა. კლინიკაში დაინერგა ახალი სამედიცინო პროგრამა, Evolution-ის დანერგვის თაობაზე სამედიცინო პროგრამის პრეზენტაცია Citiconsultingsitinovations – ის დირექტორმა ვალერიან ხვიჩიამ გამართა.

ცხელი ხაზი  +(995)32 2244033