აკადემიკოსი ნ.ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკას ახალი გენერალური დირექტორი პროფესორი ლევან გოფოძე უხელმძღვანელებს.
ბატონი ლევანი 1984 წლიდან დღემდე მოღვაწეობს „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ზოგადი ქირურგიის განყოფილებაში. 1985წლიდან იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თანამშრომელი და ასოცირებული პროფესორია; გახლავთ 67 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
წარმატებას ვუსურვებთ ბატონ ლევანს ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმეში!